ქარ ENG

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი

დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის შესახებ იხილეთ ბროშურაში. 

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სააპლიკაციო ფორმა. 

ზოგადი ინფორმაცია

კურისის ამოცანა - საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის (IMCCC) ამოცანაა, გაწვრთნას და მოამზადოს უმცროს ოფიცერთა პირადი შემადგენლობა ასეულის მეთაურებად საერთო საჯარისო ბრძოლის ხელოვნებაში და შეასწავლოს მათ შტაბის ოფიცრების როლი და პროფესიული უნარები სრული სპექტრის ოპერაციებში.

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი წარმოადგენს საერთო საჯარისო ცენტრის ერთ-ერთ წამყვან კურსს ლიდერების განვითარების კუთხით. კურსის განმავლობაში მსმენელები დაეუფლებიან საერთო საჯარისო ბრძოლის ხელოვნების საფუძვლებს ტაქტიკურ დონეზე.  კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია, როგორიც არის  მცირე ჯგუფებში მუშაობა და ექსპერიმენტული სწავლება, დაეხმარება  მომავალ ასეულის მეთაურებსა და შტაბის ოფიცრებს ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაში. მსმენელები ასევე გაიუმჯობესებენ კრიტიკული აზროვნების უნარს და შეიძენენ პროფესიულ ცოდნას, რაც დაეხმარება მათ თანამედროვე ოპერატიულ გარემოში არსებული გამოწვევების დაძლევაში. კურსდამთავრებულები იქნებიან კომპეტენტურები საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში. ისინი შეძლებენ განსაზღვრონ მოწინააღმდეგის ბრძოლის მეთოდები და დახელოვნდნენ საერთო საჯარისო მანევრის საფუძვლებში, თავდაჯერებულად გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და უნარჩვევები საბრძოლო გარემოში როგორც ასეულისა და ბატალიონის მეთაურებმა და ბრიგადის შტაბის ოფიცერებმა.

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის კურსდამთავრებულები დახელოვნდებიან ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, რათა დაგეგმონ, მოამზადონ და იბრძოლონ ქართულ, ნატოს წევრი ან არა-ნატოს წევრი ქვეყნების ასეულებთან ერთად საერთო საჯარისო მანევრის გამოყენებით. ეს თავის მხრივ გულისხმობს ეფექტიანობის გაზრდას დაგეგმარების პროცესში. ასევე, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის, საბრძოლო ავიაციისა და სხვა საშუალებების გამოყენებისა და სინქრონიზაციის ეფექტიანობას. კურსდამთავრებულები დაეუფლებიან სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ბატალიონის დონეზე, რაც წაახალისებს მათ გამოიჩინონ ინიციატივა როგორც მომავალმა ლიდერებმა. კურსდამთავრებულები იქნებიან კომპეტენტურები საბრძოლო მომზადების ორგანიზებაში და გამოიყენებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს ამოცანით მართვის პრინციპების გათვალისწინებით.

კურსის სტრუქტურა

კურსის სტრუქტურა

კურსის პროგრამები

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი მოიცავს ორ პროგრამას: წინა - საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამასა (Pre-IMCCP) და საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამას (IMCCP). წინა - საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამა (Pre-IMCCP) არის საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამაზე (Mil level II) დასწრების წინაპირობა.

წინა - საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამის (Pre-IMCCP) მიზანია მსმენელების ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება, კრიტიკული აზროვნების განვითარება გლობალური უსაფრთხოების საკითხების გაცნობის საშუალებით და შესაბამისი სამხედრო პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა, რაც დაეხმარება მათ საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევაში (Mil level II). პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ დაკისრებული ამოცანები და დავალებები პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებში.

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის პროგრამის ფარგლებში, მომავალი ლიდერები შეისწავლიან ქვედანაყოფის მიზნებსა და ამოცანებზე მორგებულ ფიზიკური მომზადების პროგრამების შედგენას. მსმენელები შეძლებენ კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნის გამოყენებას ბრიგადების საბრძოლო ქვედანაყოფებში, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში, პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებით, რაც თავისთავად გულისხმობს ნატოს, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ძირითადი სამუშაო ენის შესწავლას. პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ იმ აუცილებელ უნარებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ შემდგომ თანამდებობებზე ქვედანაყოფებში, რათა შეძლონ როგორც ასეულის მართვა, ასევე შტაბში ეფექტიანიმუშაობა. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა სტუდენტებს საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვან თავი საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთიანი ოპერაციის დაგეგმვა-აღსრულებას.

კურსის თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი შედგება ორი პროგრამისგან: 12-კვირიანი წინა - საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამა (Pre-IMCCP) შედგება A და B მოდულებისგან. A მოდულის (ინგლისური ენის მოსამზადებელი პროგრამა) ხანგრძლივობაა 9 კვირა. B მოდულის (სამხედრო ტაქტიკა და ტერმინოლოგია) ხანგრძლივობაა 3 კვირა. წინა - საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამის (Pre-IMCCP) წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები გააგრძელებენ სწავლას საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამაზე.

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის (IMCCP - Mil level II) ხანგრძლივობაა 26 კვირა. პროგრამა შედგება 3 მოდულისგან:  A მოდულის (ასეულის ფაზა) ხანგრძლივობაა 13 კვირა; B მოდულის (ბატალიონის ფაზა) ხანგრძლივობაა 10 კვირა; C მოდულის (სამეთაურო ფაზა) ხანგრძლივობაა 3 კვირა.

პრე-საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო პროგრამის (Pre-IMCCP) დაწყებისა და დასრულების თარიღები:

3 ოქტომბერი, 2022 – 22 დეკემბერი, 2022.

საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის (IMCCP - Mil level II) დაწყებისა და დასრულების თარიღები:

9 იანვარი, 2023 - 7 ივლისი, 2023.

მთლიანი კურსის ხანგრძლიობაა 39 კვირა.

კურსის დროს დაგეგმილია ორკვირიანი საშობაო არდადეგები.

კურსის სასწავლო შედეგები

 

კურსდამთავრებული შეიძენს პროფესიულ ცოდნას, გაიგებს მოწინააღმდეგის საბრძოლო ტაქტიკას, განავითარებს საბრძოლო უნარ-ჩვევებს, გაიგებს საერთო საჯარისო ოპერაციების საფუძვლებს და როგორც ასეულის მეთაური ან ბატალიონის შტაბის ოფიცერი თავდაჯერებულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.

1.კურსდამთავრებულები დახელოვნდებიან ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, შეძლებენ დაგეგმონ, გაწვრთნან და პრაქტიკაში შეასრულონ საერთო საჯარისო ოპერაციები ასეულის დონეზე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ნატოს ძალების შემადგენლობაში.
2.კურსდამთავრებულები შეძლებენ ეფექტურად დაგეგმონ, გამოიყენონ და სინქრონიზება მოახდინონ პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის, ავიაციისა და სხვა მხარდამჭერი საშუალებების ოპერატიულ გარემოში.
3.კურსდამთავრებულები დახელოვნდებიან სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეძლებენ დაგეგმონ, გაანალიზონ და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, გამოიჩინონ ინიციატივა და იმოქმედონ ამოცანით მართვის პრინციპების შესაბამისად.
4.კურსდამთავრებულები შეისწავლიან საბრძოლო მომზადების ორგანიზების დაგეგმისთვის საჭირო მეთოდოლოგიას ასეულის დონეზე და პრაქტიკულად განახორციელებენ იმ აუცილებელ საფეხურებს, რომლებიც საჭიროა სწავლებისა და ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების სრულყოფილად ჩასატარებლად.
5.კურსდამთავრებულები გამოიყენებენ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარს ამოცანით მართვის პრინციპების გასააზრებლად, რათა შეძლონ სათანადო ბრძანების გაცემა, რომელიც დაფუძნებულია კომპეტენციაზე, ნდობაზე,  ინიციატივასა და რისკების გაანალიზებაზე.
6.   კურსდამთავრებულები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის დონეს, როგორც ზეპირ, ასევე წერით უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ მსმენელებს მკაფიოდ ჩამოაყალიბონ დაკისრებული ამოცანები და დავალებები ეფექტური კომუნიკაციისთვის პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებში. კურსდამთავრებულები ასევე განივითარებენ კრიტიკულად აზროვნების უნარს და შეაფასებენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.
7.კურსდამთავრებულები შეძლებენ შექმნან და პრაქტიკაში განახორციელონ ფიზიკური მომზადების გეგმები,  რათა ხელი შეუწყონ ქვედანაყოფის ამოცანის წარმატებით შესრულებას.
8.კურსდამთავრებულს ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მისი მომავალი ბრიგადის საბრძოლო ქვედანაყოფის წარმატებით  ფუნქციონირებაში.
 
კურსის მოთხოვნები

წოდება

·მსმენელი უნდა იყოს მოქმედი ოფიცერი (უფროსი ლეიტენანტი OF1 - კაპიტანი OF3)

ინგლისური ენის კომპეტენცია

·პრე-საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის პროგრამაზე (Pre-IMCCP) დასაშვებად, მსმენელი უნდა აკმაყოფილებდეს ინგლისური ენის კომპეტენციის მინიმუმ   STANAG 2/2/1+/1+  დონეს.

·მსმენელმა უნდა წარადგინოს კურსის დაწყებამდე 6 თვის ვადაში აღებული სტანაგის შედეგები.

·მსმენელს, რომლის ინგლისური ენის კომპეტენციის დონე არის STANAG 2/2/2/2 ან მეტი, (STANAG 6001-ის შესაბამისად), შეეძლება სწავლის დაწყება პროგრამის B მოდულიდან (A მოდულზე დასწრება ნებაყოფლობითია)

·ინგლისური ენის სერთიფიკატის (STANAG 6001) გამოგზავნა უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით კურსზე დასწრების განაცხადის ფორმასთან ერთად.

ფიზიკური მომზადება

მსმენელებს მოეთხოვებათ შეასრულონ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები დახურულ ან ღია სივრცეში.

მსმენელებს ექნებათ გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში.

ჯანმრთელობის სერთიფიკატის (ინგლისური ვერსია) გამოგზავნა უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით კურსზე დასწრების განაცხადის ფორმასთან ერთად.

სხვა მოთხოვნები

კურსზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უმცროს ოფიცერთა სამხედრო განათლების ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამების (Mil level I) ან მასთან გათანაბრებული კურსების დასრულების ამსახველი სერთიფიკატი ელეტრონული ფოსტით ან ფაქსით.