ქარ ENG

ისტორია

საერთო საჯარისო ცენტრი შეიქმნა ეროვნული სასწავლო ცენტრ ,,კრწანისი“-ს  ბაზაზე საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  2016  წლის  30 მაისის  №477  ბრძანებით და ფუნქციონირება დაიწყო 2016 წლის 18 ივლისს, მისი ფუნქციაა თავდაცვის ძალებისათვის ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით.  

 

აღნიშნული ცენტრის ფორმირება მოხდა საბრძოლო ძალის ელემენტების მიხედვით, რამაც უზრუნველყო 5 სკოლის ფარგლებში გვარეობების ფუნქციური დაჯგუფება.

   სკოლებში არსებული კურსების მეშვეობით, ხორციელდება ყველა ფუნქციისთვის საჭირო სასწავლო პროგრამები, რომელიც ფარავს საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა  ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალისტთა მომზადებასა და გადამზადებას.

   ცენტრი ანხორციელებს სერჟანტთა სპეციალიზაციის სამხედრო პროფესიული განათლების I და  II საფეხურს, ოფიცერთა შემადგენლობისათვის კი ძირითადი სამხედრო განათლების, უმცროს ოფიცერთა მომზადების I საფეხურის  და კაპიტნის საკარიერო სკოლის II საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საბრძოლო ფუნქციის შესაბამისად ოფიცერთა მომზადებას.