წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი
საერთო საჯარისო ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებისათვის სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით ოფიცრების/სერჟანტების/კაპრალების მომზადება - გადამზადებას.
ცენტრის მისიას წარმოადგენს სპეციალისტებისა და უმცროს მეთაურთა მომზადება/გადამზადება, ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით:
- უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების სპეციალობის პროგრამით მომზადება (ტაქტიკური დონე)
- უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების სპეციალობის პროგრამით მომზადება (ტაქტიკური დონე);
- დოტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებაში მონაწილეობა
- საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვა
- საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა